00:58 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 13:48:40, 687 ნახვა

ეკონომიკა
რთველის საკოორდინაციო შტაბი - 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი უკვე გადამუშავებულია

30 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი,  რომელიც ღვინის საწარმოებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" 29 აგვისტოს, 7 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენს.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ვენახები 4600 ჰა ფართობზე დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და  10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას, მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ:  1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics