|
2021-08-26 18:54:05, 657 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, რაც ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგის საერთაშორისო აღიარებაა
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელმა 15%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.-ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ამავე მონაცემებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის წამყვან პოზიციებზეა. ფრენების აღდგენის მონაცემებით, საქართველო უსწრებს ისეთ მსხვილ ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ა.შ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებაა. „საამაყოა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით, ჩვენ გადავუსწარით ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორებიც არიან ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა. გლობალური კოვიდპანდემიის პერიოდში ასეთი შეფასება ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და სამუშაოების შედეგია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად გასწია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ამ სამუშაოების შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე კოვიდპანდემიის მიუხედავად, წელს ბევრი ავიაკომპანია დაბრუნდა და განაახლა ავიარეისები. „ევროკონტროლის ასეთი შეფასება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ტემპი გვაძლევს რეალურ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც პარტნიორი საერთშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)