05:47 - 14 Aug, 2026
|
2021-08-25 11:58:12, 1977 ნახვა
ომი უკრაინაში
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტია მოთავსებული
დღევანდელი მონაცემებით ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს. როგორც საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ჟურნალისტებთან აცხადებს, ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა. „ამ ეტაპზე, ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 59 საშუალო სიმძიმის პაციენტი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალში“. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად არიან ჟანგბადდამოკიდებულები. - განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 58 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)