|
2021-08-14 15:34:45, 1947 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მ შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა
აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა დასაშვებად ცნო. BBC-ის ინფორმაციით, საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება 10 მილიონამდე ადამიანს შეეხება, მათ შორის ორგანოგადანერგილებსა და ონკოპაციენტებს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ერთხმად დაუჭირა მხარი ე.წ. ბუსტერულ დოზას მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მათივე ინფორმაციით, მესამე დოზა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ რამდნენიმე კვირაში იქნება. ექსპერტების განცხადებით, ორი დოზა Pfizer და Moderna, ასევე, ერთი დოზა Johnson & Johnson შესაძლოა არ იყოს საკმარისი ზოგიერთი პირის დასაცავად, განსაკუთრებით კი იმათი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. აღნიშნული სამივე ვაქცინა აშშ-ს გამოიყენება, Pfizer კი, რომელიც ახლა სრულ ავტორიზაციას მოითხოვს, მესამე დოზის აუცილებლობად ლობირებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. ამავე დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მესამე დოზაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის საკმარისი ვაქცინა არაა და მათ მოსახლეობის სულ მცირე 10 პროცენტის აცრის საშუალება უნდა მიეცეთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)