05:09 - 05 Nov, 2026
|
2021-08-11 15:32:43, 3966 ნახვა
სხვადასხვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი დაიღუპა
სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა, რომლის შედეგად 530 სული ცხვარი დაიღუპა. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან. JNEWS ინფორმაციით, ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად ამ საძოვრებზე კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1 500 სულ ცხვარს აძოვებენ. ფერმერმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება უკვე სთხოვა. ზარალის შესაფასებლად მერიაში კომისია შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)