|
2021-08-10 11:15:11, 1891 ნახვა
ომი უკრაინაში
შსს-ს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში. "თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია. სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით აცრის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)