|
2021-08-07 18:15:03, 2023 ნახვა
ომი უკრაინაში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას გარემოსდაცვთი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ქ.ბათუმის „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატითი რულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები აიცრნენ. „პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციას გადამწყვეტი როლი აქვს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების დროული ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას ახდენენ და ყოველდღიურად შეხება არაერთ მოქალაქესთან აქვთ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)