|
2021-08-06 16:59:41, 2343 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბოლო წლების მანძილზე ამერიკასა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი
„მრავალეროვნული სწავლებებით ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას და ვზრდით ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს“-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მსგავსი სწავლებების სტრატეგიულ მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალებს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდაში ეხმარება. მინისტრის განცხადებით, მსგავსი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებით ჩვენმა ქვეყანამ საერთო, დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მრავალეროვნული სწავლებებით ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას და ვზრდით ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს. ურთიერთთავსებადობის ამაღლებით კიდევ უფრო ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს და ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობაში,“-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა Agile Spirit 2021-ის გამორჩეულ მასშტაბსა და საიუბილეო სიმბოლურ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მინისტრის შეფასებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, უპრეცედენტო წვრთნები განახორციელეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ერთად, წვრთნების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებს გადაუხადა. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნებში ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)