|
2021-08-05 16:00:56, 608 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის
გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ინოვაციურ რეფორმებზე მეგობრული საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით. „ნული ფანჯრის პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, სადაც დაინერგება ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემები, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც. შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო დავების რეფორმა, რომლის მიზანია, დავების სისტემის არსებითად გაუმჯობესება - ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან დაწყებული, სასამართლოს ბოლო ინსტანციით დამთავრებული. „ უფრო მეტად დამოუკიდებელი, ობიექტური და კარგად არგუმენტირებული გადაწყვეტილება შეამცირებს შემდგომი გასაჩივრების საჭიროებას და მეორე მხრივ, დაეხმარება დავების სწრაფ განხილვას სასამართლოში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია და ამ რეფორმის შედეგი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის უფრო ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან, ასევე ისაუბრა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის განახლებულ პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელდება მინიმუმ 10 ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საწარმოს რეფორმა და შემდგომ ეს პროცესი გაგრძელდება ყველა მსხვილ საწარმოში. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2030 წლისთვის მიზანი იქნება სახელმწიფო საწარმოების კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელმა მიაღწიოს მინიმუმ 8%-ს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)