|
2021-08-05 15:40:39, 427 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია
ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა. „ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მიზანია, არა მხოლოდ შემოსავლების მობილიზება, არამედ ამ პროცესის განხორციელება ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმალურად ხელშემწყობი მეთოდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემის ისეთი დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საბაზრო მექანიზმების დამახინჯებებს ე.წ Distortion-ებს და ქმნის უფრო სწორ საგადასახადო სტიმულებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, განაწილებული მოგების გადასახადი ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო და ამ კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება . „ჩვენი მიზანია, პირდაპირი გადასახადების წილის შემცირება მთლიან საგადასახადო შემოსავლებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ექსპორტისათვის და საქსპორტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)