|
2021-08-05 14:22:07, 1808 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მედპერსონალის 46%-ია აცრილი
საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მედპერსონალის 46%-ია აცრილი. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „46% არის აცრილი, აქედან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, რადგან ექიმები კარგად აღიქვამენ, თუ რა მნიშვნელობა და დაცვა აქვს აცრას. იმ ბაზაში მყოფი ექიმების 64% ერთჯერადი აცრით აცრილია, შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი 45%, ექთნები 34% და ყველაზე ნაკლები გვაქვს 21% უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრებს რომ ვეძახით. ამიტომ, აქ რა თქმა უნდა მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)