03:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 17:33:15, 792 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა", როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპოდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას" ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას" საქმიანობაში ხელს უშლის.


„დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ" გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ „ფრონტერას" სახელით, საერთოდ არ წარმოადგენენ ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად გადაამოწმოს ინფორმაცია და მოერიდოს სპეკულაციებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.    

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან", მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ" გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა", როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics