|
2021-08-03 15:08:12, 1973 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი
კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდ-ვითარება განიხილეს. აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა. ფაიზერით ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული. ასევე, სინოფარმით ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო სინოფარმი / სინოვაკით ვაქცინაცია. მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება. დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდ მართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)