|
2021-08-03 11:41:03, 1695 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და სხვადასხვა საწვრთნელ რაიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ,,სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და პოლკოვნიკი კრის მარშალი ადგილზე დააკვირდნენ. მათ განხორციელებული აქტივობების შესახებ სპეციალურად გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში წარმოდგენილ 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. მოგვიანებით კი, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა და პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნეს. დასასრულს, წვრთნებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები Agile Spirit 2021-ის სამახსოვრო დაფებითა და კოინებით დააჯილდოვეს. სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში. სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება’’. - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)