04:16 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 15:37:30, 816 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას  Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

მსოფლიოში კოვიდ- 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 180 ქვეყანაა ჩართული. საშუალო სტატისტიკური მონაცმეებით დღეში 39 მილიონი ადამიანი იცრება.  ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია ჩინეთი 1.6 მილიარდი დოზით, მას ევროკავშირი მოჰყვება 465 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 455 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 344 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.8%, აშშ-ში 49.4%, დიდ ბრიტანეთში კი 56.6%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics