10:49 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 16:59:23, 2456 ნახვა

კულტურა
პრემია „ლიტერას" მონაწილეები ბოიკოტს უცხადებენ

ლიტერატურული პრემია „ლიტერა"პროტესტის ნიშნად 9 მონაწილემ დატოვა. მათი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი 5- კაციანი ჟიურის შემადგენლობა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება გახდა, სამინისტრომ  ჟიურის მე-5 წევრად , იოსებ ჭუმბურიძე დანიშნა.

ჟიურის აჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:

ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე

რეზო თაბუკაშვილი – მწერალი

ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი

ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი

იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

პირველი ვინც ლიტერატურული პრემიიდან თავისი წიგნი მოხსნა იყო ტორესა მოსი,  მან საკუთარი წიგნი, „ორდროშობანა" საკონკუსო სიიდან ამოიღო.

კონკურსიდან გავიდა ჟურნალისტი რატი მუჯირიც:

„თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. “ლიტერას” გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფორნი დააბრუნე!“ - წერს მუჯირი

კონკურსიდან წიგნი მოხსნა  ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა. -

„შერჩეული ერთიც „თეას" დანიშნული ჟიური! - მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს „ლიტერადან". ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია."

მათ შეუერთდა მწერალი გიორგი შონიაც შეუერთდა -

„რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ძალიან ცოტა ლიტერატურული პრემია გვაქვს საქართველოში და მწერლისთვის  თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. თან "ლიტერასადმი" განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს - პირველი ლიტერატურული პრემია იყო, რომელიც მივიღე. თუმცა  "რობოტების ყვავილები" სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!"

კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა პოეტმა ელენე კვირკველიამაც-

„ჩემი სადებიუტო კრებული "წყვეტა" მოხსნილია ლიტერატურული პრემია "ლიტერადან". თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია".

კონკურსიი გააპროტესტა მწერალმა ჯაბა ზარქუამ -

„აქამდე თავს ვიკავებდი ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ბოიკოტირებისგან, რადგან მინისტრისადმი ჩემი უკიდურესად ნეგატიური განწყობის მიუხედავად ასეთი კონკურსის არსებობის ფორმა მომწონდა per se. თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ! პ.ს. ჟიურის შეუძლია ეს სტატუსი კონკურსიდან მოხსნის შესახებ ჩემს საჯარო განაცხადად მიიღოს"

პროექტს ბოიკოტი გამოუცხადა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ-

„რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ",

კონკურსს ტოვებს მწერალი ეკა ქევანიშვილიც-

„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს"

 პრემიას ბოიკოტს უცხადებს მწერალი  მათე სარალიშვილიც-

„მივიწყებულნი 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს"

პროექტს გამოეთიშა  დიზაინერი ნატალია ავალიანიც-

„მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი „ლიტერას" მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და „მწერალთა სახლს" და სრულიად საქართველოს"

წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერას" 6  სხვადასხვა ნომინაციაში  110 წიგნი იყო წარმოდგენილი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
კრამონი - რუსული კანონი ძალიან მკაფიოა - ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატობას
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics