|
2021-07-29 11:12:44, 1944 ნახვა
ომი უკრაინაში
თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ახლადგახსნილ დამატებით ვაქცინაციის კაბინეტში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ,,თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვაქცინირებულია თავდაცვის ძალების 25 პროცენტზე მეტი.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)