|
2021-07-28 11:06:43, 2526 ნახვა
ომი უკრაინაში
სსსტც „დელტაში“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.– ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ,,ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ვაქცინაცია საკუთარი სამსახურის ლოკაციის მიხედვით შეუძლიათ. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თავდაცვის ძალების, დაახლოებით, 25 პროცენტი აცრილია, მაჩვენებლი კი, მზარდი’’.- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)