|
2021-07-27 18:47:20, 835 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩაკეტვას არ ვგეგმავთ, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ და ეკონომიკა განვითარდეს
„არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად მდგომარეობის გარდატეხა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის საშუალებით უნდა მოხდეს. „ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით - ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას - საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ანუ ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა, სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შესაბამისად, ნათია თურნავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ მასობრივი ვაქცინაციის დაჩქარებით მოხდეს არსებული კოვიდ-სიტუაციის გარდატეხა. „გასაგებია, რომ ლოქდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა - მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი - 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)