|
2021-07-27 14:14:10, 2223 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორის თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში’’. - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)