01:55 - 14 Aug, 2026
|
2021-07-26 09:36:52, 2669 ნახვა
ომი უკრაინაში
„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო
დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა. „ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა. ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)