|
2021-07-22 15:11:11, 2284 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მომავალი წლისთვის მოსახლეობის 70% აცრან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% აცრან. „პანდემია დასრულდება, როდესაც მსოფლიო თავად გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია“, - აცხადებს ჯანმო-ს დირექტორი ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში. როგორც გებრეისუსი აღნიშნავს, იარაღი, რომლითაც კორონავირუსის დამარცხებაა შესაძლებელი, ვაქცინაციაა. ამასთანავე, ის მოუწოდებს მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს, გააზიარონ ვაქცინები და გააქტიურდნენ გლობალური დაფინანსები, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. „ვაქცინები ძლიერი და აუცილებელი იარაღია, მაგრამ სამყარომ ის კარგად არ გამოიყენა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მოსახლეობის 70% აცრან“, - აღნიშნავს ჯანმო-ს დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)