|
2021-07-15 18:53:34, 2559 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში 300-მდე ბავშვი მკურნალობს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში 300-მდე ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საწოლების მობილიზება ისევ გრძელდება. „აგვისტოში, როდესაც ველოდებით, რომ ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას, გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა და ასევე პეროსნალის კუთხითაც მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა. ჩვენთვის ფასეულია ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს მცირეწლოვნებს ინფიცირებისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში მოთავსებულია 300-მდე ბავშვი. ჩვენ განვაგრობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება, რა თქმა უნდა, ჰოპიტალური საწოლის გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღების მიქცევა იმ ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისგან, რომლებზეც შეიძლება მოხდეს ბავშვის ინფიცირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)