|
2021-07-08 16:37:06, 959 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მლრდ ევროს დახმარება ძალიან დიდი ინვესტიციაა, რომელიც სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება
ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოლივერ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული დახმარების პაკეტის შესახებ თბილისში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰრეიმ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კაშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ადგილობრივი მცირე ბიზნესი მზარდად არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შესაბამისი სტანდარტები იყოს მიღებული, როგორც სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოების კუთხით, ასევე სხვა არასასურსათო წარმოების კუთხით. „ამ მიმართულებითაც არის ძალიან სერიოზული დახმარება და ზუსტად შეესაბამება ჩვენი 10-წლიანი სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს - კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რაც ჩვენი ეკონომიკის ქვაკუთხედია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)