|
2021-07-08 11:33:17, 1405 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით SNGP ინიციატივები წარმატებით ხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელებს ექსპერტული რჩევებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების შეკრების მთავარი მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების, ასევე განახლებული პაკეტის შესახებ მსჯელობა იყო. მინისტრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში SNGP-ის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაზე (DIBS), საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, ასევე სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა. ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა განახლებული SNGP-ის გამოწვევებსა და საჭირო რესურსებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ კი, დიპლომატებს საქართველოს სამხედრო წვრთნების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ივანე ბუჩუკურმა საქართველოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)