|
2021-07-07 15:41:18, 999 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ბრენდი Baskin Robbins შემოდის
16 ივლისიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ამერიკული ბრენდი Baskin Robbins დაიწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მოაწერეს. კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევა. Baskin Robbins კაფეტერია ქუთაისის განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში განთავსდება და მისი დაგემოვნება აეროპორტის მგზავრების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30 მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვებიც გაიყიდება. ,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენს აეროპორტში განახლების შემდეგ პირველი საერთაშორისო ბრენდი შემოგვყავს. საქართველოს ბაზარზე ახალშემოსული კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ფლობს ობიექტებს. ამიტომ კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგად, რეგიონებებში ქსელის გაფართოება Baskin Robbins-სმა სწორედ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე და უახლოეს მომავალში მათ ახალი სერვისებისა და შეთავაზებების კუთხით კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით,“-განაცხადა საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს. დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300 მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)