|
2021-07-07 15:08:35, 1079 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირები ქვეყანაში ჩვეულებრივად ცხოვრობენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და განსხვავებული ორიენტაციის ან სარწმუნოების მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. „ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც „პრაიდთან“ დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს და ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „პრაიდის“ ჩატარება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოჰყვა ამას. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერასდროს ვერავინ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებებს. მოდით, შევხედოთ რეალობას - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, საზოგადოების ნაწილი არიან. წლების წინაც ასე იყო, ეს ადამიანები დღესაც არსებობენ და ალბათ, მომავალშიც იარსებებენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ - ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ აგდებს სამსახურიდან და ისევე სარგებლობენ იმ პროგრამებითა და სერვისებით, როგორც ჩვენ, ყველანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს გააჩნია. „არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, შენი გამოხატვის თავისუფლებით, სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს. ეს ადამიანები არსებობენ და მათ ჩვეულებრივად აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა ყოველგვარი პრობლემების გარეშე , ჩვეულებრივად ცხოვრობენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს არის ჩემი მოსაზრება. როდესაც ეს განცხადება გავაკეთე, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია წამოვიდა. შემიძლია, გაჩვენოთ კონკრეტული შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. ეს დამოკიდებულება ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და საზოგადოებისთვის. ასეთი ძალების არსებობა და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)