|
2021-07-06 17:05:58, 828 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთო საკვანძო დარგი. ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. პირველ რიგში, ესაა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ამ მიმართულებით დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს. ესაა ფოთის პორტის გაფართოება, „პეისის" სატერმინალო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც აშშ - ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გადახედვის პროცესი დასრულდება და ჩამოვყალიბდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვის პრეზენტაციისას. მინისტრმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და ახალქალაქში სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც ახალი სარკინიგზო მიმართულების - ბაქო - თბილისი - ყარსის საკვანძო პუნქტია. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა წარმატებით ავითარებს თბილისის მახლობლად ე.წ. მშრალი პორტების ქსელს და ამ მიმართულებით პირველი წარმატებული პროექტები უკვე ხორციელდება. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, შეეხებოდა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს, სადაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გაოთხმაგდა. მისი თქმით, კოპიტნარში ასევე მიმდინარეობს კარგო ტერმინალის განვითარება, რომელიც ტვირთებს მოემსახურება. ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, კერძოდ, ისაუბრა საბორნე - საფიდერო მიმოსვლაზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)