|
2021-07-04 17:04:52, 1211 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: Eurowings - ის გადაწყვეტილება პანდემიის დროს საქართველოში ფრენების შესახებ არის ძლიერი გზავნილი
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო - კომპანიის მიერ დიუსელდორფიდან შესრულებულ პირველ ავიარეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, „ლუფთანზა ჯგუფის" რეგიონალური მენეჯერი რენე კოინცაკი, Eurowings - ის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დახვდნენ. „ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings - თან, რომელიც „ლუფთჰანზას ჯგუფის" წევრი ავიაკომპანიაა, მოლაპარაკება საქართველოს ბაზარზე ჩამოსაყვანად დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ფრენების შესახებ კომპანიამ მიიღო პანდემიის დროს - ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება," - განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მისი ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებლებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ჯამურად, 2019 წელს არსებული ფრენების სიხშირეებისა და მგზავრთა რაოდენობის 70 პროცენტი მიღწეულია. მინისტრის შეფასებით, კარგად მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და ეს არის ძალიან დიდი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში. „რაც შეეხება Eurowings - ის პირველ რეისს, ის არის პრაქტიკულად სრულად დატვირთული 172 მგზავრით. ეს არის ის ავიაკომპანია, რომელიც, ტრადიციულად, ემსახურება ახალგაზრდა ტურისტებს გერმანიიდან, რომლებიც ჩამოდიან, რომ გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურისტულ ობიექტებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვა ახალი ავიაკომპანიებიც დაგვემატოს," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც გერმანიაში დაფრინავენ სამუშაოდ, სამკურნალოდ ან უბრალოდ ტურისტული მიზნებისთვის. Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 4 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის მესამე მიმართულება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება. აქამდე ფრენები სრულდებოდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებებით. მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმართულებებს დაემატება ასევე ფრანკფურტი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით 31 ავიაკომპანია ოპერირებს 34 მიმართულებით.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)