00:05 - 14 Aug, 2026
|
2021-07-02 17:21:06, 2457 ნახვა
ომი უკრაინაში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა ივლისიდან შემოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა ივლისიდან შემოვა. მისივე თქმით, ქვეყანა 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს. „ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც“ ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს მილიონი დოზის ვაქცინის მოწოდებას. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)