|
2021-07-02 11:42:05, 909 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის
“სამბრელა” 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან. ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს „სამბრელას“ მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა: „კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის მსოფლიოში თამაშების ახალი ტრენდი იყო – თამაშები, რომლებსაც სმარტფონში ტვირთავ, რომლებიც არ მოითხოვს რთული გადაწყვეტილებების მიღებას და იოლი სათამაშოა, მათ ერთი თითით თამაშობ. იმ დროს, 2019 წელს, საქართველოში არ იყო ცნობილი კომპანია, რომელიც მსგავს თამაშებს შექმნიდა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ნიჭიერ გეიმ-დეველოპერს და ძალიან მალე შევძელით ამ ტიპის თამაშების შექმნა. სტარტაპერის ფარგლებში თიბისისთან თანამშრომლობა დავიწყეთ და შესაბამისი შეღავათებითაც ვისარგებლეთ, თიბისის მხარდაჭერა ძალიან წაადგა ბიზნესის განვითარებას,“ - ამბობს „სამბრელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე. „სამბრელას“ მიერ შექმნილ პირველივე თამაშს 300 000 ჩამოტვირთვა ჰქონდა. ამან საბოლოოდ დაარწმუნა სტარტაპერები, რომ ამ საქმის თამამად გაგრძელება შეიძლებოდა. „ახალი თამაშის ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. ჩილე, ნიგერია და ფილიპინები – პირველი თამაშის შემთხვევაში სწორედ ესენი იყო „ჩვენი“ ქვეყნები, ანუ ჩვენს თამაშს ამ ქვეყნებში ჰქონდა ყველაზე მეტი ჩამოტვირთვა. დასაწყისში რთული სავარაუდოა, რომელი ქვეყნები აიტაცებენ შენს მიერ შექმნილ თამაშს. ყველაფერი დამოკიდებულია ტრენდებზე, რომლებიც იმ მომენტშია დომინანტური მოცემულ ქვეყანაში. მსოფლიო ტრენდების ცოდნა და მათთვის მუდმივად თვალყურის დევნება ჩვენი მსგავსი კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“. „სამბრელას“ მომდევნო თამაშების წყალობით გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გაფართოვდა და სტარტაპის ახალი პროდუქცია უკვე გერმანიასა და საფრანგეთში, მოგვიანებით კი კანადაში გახდა პოპულარული. სტარტაპი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მისი დამფუძნებლები ვარაუდობდნენ. „მსგავსი ტიპის კომპანიას ესაჭროება გეიმ-დიზაინერი, გეიმ-დეველოპერი, ანიმატორი, რომელიც დიზაინერის მიერ უკვე შექმნილს აამოძრავებს. ასევე საჭიროა ადამიანი ზოგადი მარკეტინგისათვის, პირველადი მონეტიზაციის განსასაზღვრად. დასაწყისში ოთხი ადამიანი ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდეთ და ერთ წელიწადში უკვე თორმეტი თანამშრომელი გვყავდა. ჩვენ ვაკეთებთ თამაშს, ვაკეთებთ პირველად ტესტს, მონეტიზაციასა და ფაბლიშინგში კი უკვე ფრანგული და ამერიკული კომპანიები ერთვებიან“. საქართველოში მობილური თამაშების განვითარებაზე მომუშავე რამდენიმე კომპანია არსებობს. მათი ნაწილი ეგრეთწოდებული „დიდი თამაშების“ განვითარებაზე მუშაობს, ნაწილი კი, „სამბრელას“ მსგავსად, მობილურ თამაშებს ქმნის. „საქართველოში გეიმ-დეველოპმენტი სიახლეა. აქამდე, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს ემუშავებოდნენ ქართველი დეველოპერრები. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ის გეიმ-დეველოპერები, რომლებიც აქამდე საქართველოდან გადიოდნენ და სხვა ქვეყნებში ამჯობინებდნენ მუშაობას. საქართველოში ამ სფეროში დიდი კონკურენცია არ არის. ჩვენი დიდი უპირატესობა უკვე მიღებული გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შეცდომები აღარ დავუშვათ“. მსგავსი კომპანიების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული დიზაინისა და ჟანრის თამაში ჰქონდეთ პორტფელში. „ვცდილობთ, ყველა ტიპის აუდიტორია მოვიცვათ, განსხვავებული ინტერესის ადამიანები მოვიზიდოთ. როგორც წესი, შექმნილი თამაშების 80% არ არის მომგებიანი, მაგრამ საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის 20% შენი ერთგული დარჩეს, ანუ ხშირად ამოწმოს, რა სიახლეებია, რა ახალ თამაშებს სთავაზობ. დღეისათვის 25-მდე თამაში გვაქვს შექმნილი. ასევე, 2021 წელს „სამბრელას“ დაემატა სარეკლამო ქონთენთის შექმნის და გავრცელების მიმართულება. დაგროვილი გამოცდილებით გუნდთან ერთად დავიწყეთ ზემოხსენებული სერვისის შეთავაზება სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიისთვის. დღეს, გვყავს ქართველი, ევროპელი და ემირატელი მომხმარებლები და ვგეგმავთ ამ სერვისების ავტომატიზირებას.“ „სამბრელა“ დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც კომპანიაში ცალკე მიმართულებას წარმოადგენს. მომავალში ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ, იმის მიუხედავად, კომერციულად მომგებიანი იქნება თუ არა ეს წამოწყება. ამ შემთხვევაში, „სამბრელას“ გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია. „სამბრელას“ სხვა სამომავლო გეგმებში გეიმ-დეველოპერებისთვის მუდმივი ტრენინგების გამართვაც შედის. სტაჟის გავლის შემდეგ კომპანია მათ „სამბრელაშივე“ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)