|
2021-07-02 00:28:23, 875 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტარებს სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები გააცნო
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომაზე, რომელიც მესტიაში გაიმართა, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში ტურიზმისა და შიდა ავიაციის აღდგენის, აღნიშნული სექტორების შემდგომი განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტარებს აღნიშნულ მხარეში ტურიზმის და შიდა ავიაციის განვითარების გეგმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო. სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის ბოლოდროინდელი სტატისტიკა და ფინანსური მაჩვენებლები, ასევე ისაუბრა ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილ სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამებზე, ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სვანეთში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვას. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შიდა ავიაციის აღდგენის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სვანეთისთვის ასევე პრიორიტეტულ ზამთრის ტურისტულ კურორტებზე - თეთნულდსა და ჰაწვალზე და იქ არსებულ პროექტებზე, აგრეთვე მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი სამთო და საფეხმაბლო ბილიკების მარკირებაზე, ტურიზმის სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის დაგეგმილი ტრენინგებზე, საერთაშორისო პრესტურების მოწყობასა და სხვ. „საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ჩვენ წარვადგინეთ ყველა მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩვენმა გუნდმა გასულ წლებში განახორციელა. მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა საპარლამენტო გუნდთან, რომლის ფარგლებში დეპუტატებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ვხედავთ და რას ვაპირებთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ტურიზმის, შიდა ავიაციის, ასევე მთის კურორტების სწრაფი და მდგრადი აღდგენის კუთხით," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)