|
2021-06-22 11:53:50, 1343 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მდებარე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი ინვენტარით აღჭურვილი კაპიტალურად გარემონტებული სასადილო და განახლებული ყაზარმები დაათვალიერა და რეკრუტების საცხოვრებელი პირობების, მათი დღის განრიგის შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი, რეკრუტებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დასრულებულია ასევე შტაბის შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტისა და 3 ერთეული საქვაბის შენობის ფასადების მოწყობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაზაზე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის, ასევე, ტრიბუნის მოწყობისა და დროშის სამონტაჟო სამუშოებიც განხორციელდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდნენ. თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამჟამად ცენტრში საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების ორი და წვევამდელების ერთი ნაკადი გადის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)