|
2021-06-21 17:44:05, 1157 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „რიონის ხეობის მცველებთან" აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება
„მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან" ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება", - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სწორად სახელმწიფოსთვის. „თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს - რომ შეიძლება დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა საქართველო იყოს ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ერთ მაგალითს მოვიყვან: 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე რაც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად, შეჩერდა. იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე - „წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს, არ ავაშენოთ"! - ეს რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც... მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით - ჩვენ რომ დღეს „ხუდონჰესი" გვქონოდა, გაცილებით უფრო წელგამართულები ვიქნებოდით"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, „ნამახვანჰესის" ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია. მინისტრის აზრით, პრაქტიკულად, დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა. ნათია თურნავას თქმით, ეს ერთი შეხედვით პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა. „დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება. ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრება - მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაღაც გადაწყვეტილება დღეს პოპულარული, უნდა ის გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა - ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც წაადგება ქვეყანას. და რადგან სურვილი ასეთია, მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)