02:40 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 14:55:19, 1650 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში დააკავა რუსეთის მოქალაქე, როელსაც ბრალად ედება თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულის ვინაობას სასამართლობმდე, გერმანული კანონის მიხედვით, არ გაამხელენ.

ამასთანავე, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რუსეთის მოქალაქე გერმანიაში პარასკევს დააკავეს, შაბათს კი მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის საცხოვრებელ ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა.

გამოძიება მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი სულ მცირე, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე რუსეთის პრესსამსახურებთან თანამშრომლობდა. დადგენილია მისი სამი შეხვედრა რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლებთან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics