|
2021-06-21 12:07:17, 1427 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 538.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარს (15.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მაისში, 1 943.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტია. უწყების ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (262.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (205.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (195.6 მლნ. აშშ დოლარი). მათივე მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (393.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (289.6 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება უმსხილეს სავაჭრო პარტნიორებს, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (758.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (598.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (552.0 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, 2021 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 327.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 165.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი). უწყების მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 309.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 255.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 233.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)