|
2021-06-18 12:13:15, 1495 ნახვა
სამხედრო
ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ. დღეს, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ. მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებას. განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლება. სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს პირველად, ნატოს სახმელეთო სარდლობაში პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილ საშტაბო პოზიციაზე ქართველი ოფიცერი იმსახურებს. დღესვე, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სწავლებები დეტალურად განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ კრიპველი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)