18:55 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 13:46:06, 1197 ნახვა

სამხედრო
დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს  სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს,  კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

უწყების ცნობით, ლევან გიორგობიანმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებაში წარმატების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბიურო ჩართულია არაერთ საერთაშორისო აქტივობაში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცულობა ეფექტიანად ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics