|
2021-06-15 11:40:09, 2383 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფო განიხილავს წამახალისებელი ღონისძიებების პაკეტს, რომელსაც სრულად ვაქცინირებულ პირებს შესთავაზებს. როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, განიხილება შესაძლებლობა ბიზნესთან თანამშრომლობის და ფასდაკლების პაკეტის ამოქმედება ორჯერადად აცრილი პირებისთვის. „განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის, ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, რომელსაც ეტაპობრივად ჩაატარებს ვაქცინაციის პროცესი და რა თქმა უნდა, განიხილება, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ მწვანე საშვი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)