|
2021-06-15 11:35:07, 2244 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა, როგორ თბილისში, ასევე რეგიონებში ივლისიდან გაფართოვდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისის თვიდან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოვდება. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება, ასევე სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა. „ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოვება მოხდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და შემდეგ, რა თქმა უნდა, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება, სამედიცინო დაწესებულებების და ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)