|
2021-06-14 23:40:29, 896 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს. შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)