|
2021-06-08 11:53:06, 1520 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი130 მლნ აშშ დოლარია
2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, - აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია. ამასთანავე, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 11% (2,258,486 ბოთლი), ლიეტუვა - 63% (439,494 ბოთლი), აშშ - 26% (402,942 ბოთლი), ესტონეთი - 3% (258,640 ბოთლი) და გერმანია - 23% (314,703 ბოთლი). „ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 6% (4,162,515 ბოთლი), კანადა - 54% (118,006 ბოთლი), ყაზახეთი - 80% (1,368,220 ბოთლი), რუსეთი - 17% (22,421,656 ბოთლი), ისრაელი - 95% (236,996 ბოთლი), აზერბაიჯანი - 41% (115,247 ბოთლი), მონღოლეთი - 600% (232,920 ბოთლი), ჩეხეთი - 900% (52,956 ბოთლი), თურქეთი - 324% (61,110 ბოთლი), შვედეთი - 20% (48,836 ბოთლი) და ა.შ. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი - 22,421,656 (ზრდა 17%), უკრაინა - ზრდა 6% (4,162,515ბოთლი), პოლონეთი - 2,258,486 (ზრდა 11%), ჩინეთი - 1,864,351 ბოთლი (კლება 3%) და ყაზახეთი - 1,368,220 (ზრდა 80%). აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში, საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 3%-ით და 23 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 30%-ია. აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 270-მა კომპანიამ განახორციელა. ჯამში, იანვარ-მაისში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)