|
2021-06-03 14:07:39, 680 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს - ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი კი 120 ადამიანს დაასაქმებს. გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ნუცუბიძის ქუჩაზე, 51,000 კვ.მ. ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიციაც 13 მლნ აშშ დოლარია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი სამშენებლო პროექტი- მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და დადიანის ქუჩებზე. მიმდინარე პროექტია ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 3500 კვ.მ-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ „აპექს დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ კორპუსებს ეკომეგობრულობა, მაღალი თბო და ხმის იზოლაცია გამოარჩევს. „საქართველოს ბანკი უკვე წლებია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. ბანკს ამ მხრივ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. სექტორის მხარდასაჭერად და საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ჩვენ არაერთი სიახლე დავნერგეთ. არსებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი საიმედო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „აპექს დეველოპმენტის“ სამომავლო განვითარებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)