|
2021-06-01 17:19:30, 911 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება
„საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული პროექტის - საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება. აღნიშნული ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევად ევროკავშირმა ინტერესთა გამოხატვა 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომელშიც საქართველოს კანდიდატურამ გაიმარჯვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) პროექტი გულისხმობს, ერთიანი ანალიტიკური პლატფორმის/ცენტრის შექმნას, სადაც შეგროვდება სპეციალიზებული ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკის, პოლიტიკის და სტატისტიკური მონაცემების შესახებ თითოეული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა). აღნიშნული ობსერვატორიის ძირითად მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საუკეთესო საერთაშორისო/ევროპული გამოცდილების და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომით. ევროკომისიაში ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა, რომლითაც მხარდაჭერილი იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EASST-ის (The Eastern Alliance for Safe and Sustainable Transport) კონსორციუმი. ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ასევე მონაწილებდნენ უკრაინა და მოლდოვა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, რაც გააუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული წარმოადგენს იმ სწორი პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგვარ აღიარებას, რაც ბოლო წლებში საქართველოში ეროვნულ დონეზე ხორციელდებოდა და უკვე ამ პლატფორმის მასპინძლობით, საქართველო ჩამოყალიბდება რეგიონში ანალიტიკურ ცენტრად უკვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებითაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)