09:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 13:46:00, 747 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ICT ახლადშექმნილი ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა. ერთ-ერთ ასეთი მაგალითად, ნათია თურნავამ მოიყვანა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომელიც გავრცელდა სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსს  აკმაყოფილებენ. მინისტრის განცხადებით, ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ICT სექტორში მუშაობენ და მომსახურებას ექსპორტზე აწვდიან, არსებობს დაბალი გადასახადები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ICT  ინდუსტრია დგას, ასევე განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სექტორის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურდა. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ICT ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც სხვა მწარმოებლურ სექტორებთან ერთად გახდება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ICT სექტორის განვითარებას.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics