04:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 20:16:00, 1821 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტემ ისრაელი, პალესტინელები და დაჯგუფება „ჰამასი“ მოლაპარაეკებაზე მიიწვია

ეგვიპტის ხელისუფლებამ ისრაელი, პალესტინელები და „ჰამასი“ მოლაპარაკებაზე მიიწვია.

როგორც ცნობილია, სპეციალურ სამიტზე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარება უნდა მოხდეს.

სპეციალური სამიტი ქალაქ კაიროში გაიმართება და შეხვედრისას ღაზას სექტორის რეკონსტრუციის საკითხების დაჩქარების საკითხსაც შეეხებიან.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის რამდენიმე კვირიანი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. ბოლო ცნობებით, ღაზას სექტორში ავიაიერიშებს 200-მდე ადამიანი, მათ შორის კი 41 ბავშვი ემსხვერპლა. ასევე ღაზას სექტორში განადგურდა საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics