|
2021-04-18 18:47:01, 516 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე გადამწყვეტია და ვისურვებ შეთანხმების დღე დაერქვას, რადგან ამას ქართველი ხალხი ითხოვს
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი თემა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა მისივე თქმით, ის ისურვებდა, რომ დღევანდელი დღე შეთანხმების დღეს იქცეს. "დღეს გადამწყვეტი დღეა და ვისურვებდი დღევანდელი დღისთვის შეთანხმების დღე დაგვერქმია, რაადგან ამას გვთხოვს საერთაშორისო საზოგადოება და ქართველი ხალხი. ყველას უნდა გვეყოს კულტურა, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ და იმედი მაქვს "ქართულ ოცნებას" ეყოფა ძალა აღარ აირჩიოს დესტრუქციის გზა. პირდაპირ გეტყვით, რომ არვიცით საბოლოო დოკუმენტში რა იქნება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ობიექტური შეთანხმება, ობიექტური თემებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რაღა თქმა უნდა მნიშნელოვანია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. მე გამოვალ გადმოგიგდებთ გასაღებს და სანამ არ დასრულდება მანამდე გასაღებით კარი არ გააღოთ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)