00:27 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 16:31:59, 1242 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი „კოვიდზე“ დადებითია.

ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია

მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, - წერს მდინარაძე.





მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი "კოვიდზე" დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ...

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ოთხშაბათი, 07 აპრილი, 2021




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics