00:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 15:29:01, 759 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში იყო ფრაზა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა

ევროპარლამენტარების განცხადებაში იყო ფრაზა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დარწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ შემობრუნდეს რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას. ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება ჩემთვის ნამდვილად საგანგაშო იყო. იქ იყო ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს და ევროკავშირის მომავალი სასწორზეა. იმისთვის, რომ საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ გასცდეს და არ შემობრუნდეს ისევ რუსეთის ორბიტაზე, აუცილებელია, შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ვადამდელ არჩევნებზე მივაღწიოთ ჩარჩო შეთანხმებას და ის დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, იყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics