|
2021-04-01 16:44:20, 678 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი პოზნერის ვიზიტზე - ეს იყო რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დემარში და გაცნობიერებული პროვოკაცია
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, სერგეი გავრილოვი საქართველოში, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური დემარში და გაცნობიერებული პროვოკაციაა. „შემთხვევა, რომელიც უკავშირდება პოზნერს - სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა არ იყო შემთხვევით არჩეული, რადგან ის ფართოდ ცნობილი ფიგურაა რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენტებს შორის. ეს გაცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს, რაც მოიცავს სტუმრების უსაფრთხოებას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში მოგზაურობა არ შეიძლება. ეს შეგნებული გასროლაა „ორივე ფეხში“ იმისთვის, რომ დაასუსტონ ხელისუფლება, ეკონომიკა“, - აღნიშნა სერგეი გავროლოვმა. მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს სურთ აღადგინონ კარგი ურთიერთობა რუსეთთან. „თუმცა აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლეთის წრეების ინსტრუმენტია, აშანტაჟებს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით იმის გამო, რათა შეინარჩუნონ რუსეთ-საქართველოს გარღვეული ურთიერთობა“, - დასძინა სერგეი გავრილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)